» ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს – გაითვალისწინეთ!

ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს – გაითვალისწინეთ!

admin
6-01-2017, 17:32


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩრდილოეთის ქვეყნებთან შედარებით ძალიან ცივი ზამთრით არ გამოირჩევა, ბოლო დროს ტემპერატურამ ჩვენთანაც საგრძნობლად იკლო და ყინვებიც შემოგვეჩვია. შესაბამისად, უფრო მწვავედ დადგა საცხოვრებელი ფართის გათბობის საკითხი. ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სახლში სითბოს შენარჩუნებაში და, აქედან გამომდინარე, დაგიზოგავთ გათბობასთან დაკავშირებულ თანხებს.
1. რადიატორების მიერ გამოყოფილი სითბოს გარკვეული ნაწილის ნეიტრალიზება ხდება სიცივით, რომელიც კედლიდან აღწევს. ამიტომ, მიაწებეთ კედელზე ფოლგა ისე, რომ ოდნავ აჭარბებდეს რადიატორის ზომას. ამ ხერხით ბინაში ტემპერატურას 2-3 გრადუსით გაზრდით.

2. თუ ძველი ხის ფანჯრების შეცვლას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ მაქსიმალურად მოახდინოთ მათი ჰერმეტიზება. ჭრილების ამოსაქოლად სილიკონის ქაფი გამოიყენეთ და წებოვანი ქაღალდი გადააკარით.

3. ხშირად თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრებმაც შეიძლება გაატაროს სიცივე. ამიტომ შეამოწმეთ, დარეგულირებულია თუ არა ფურნიტურა და სწორად არის თუ არა დაყენებული ფანჯრის მოჭერის რეჟიმი (როგორც წესი, მემონტაჟეები ზაფხულის რეჟიმზე აყენებენ.

4. ღუმელში კერძისა თუ ნამცხვრის მომადების შემდეგ დატოვეთ ღუმლის კარი ღია, რათა სითბო ოთახში გავრცელდეს.

5. მზიან ამინდში აუცილებლად გადასწიეთ ფარდები, რათა მზის შუქი მაქსიმალურად შემოვიდეს. მაგრამ როგორც კი მზე ჩასვლას დაიწყებს, ფანჯარა აღარ უშვებს სახლში სითბოს, პირიქით, ხელს უწყობს ოთახის გაცივებას. ამიტომ ამ დროს ფარდა აუცილებლად ჩამოაფარეთ, თან რაც უფრო სქელი ქსოვილის იქნება, მით უკეთესი.

6. ზამთარში შეეცადეთ რადიატორთან ახლოს არ დადოთ დიდი ზომის ავეჯი, რათა ხელი არ შეუშალოს სითბოს გავრცელებას. კარადები კი, ამ დროს უმჯობესია ცივი კედლების გასწვრივ დაიდგას.

7. იატაკზე დაგებული სქელი ხალიჩა დაახლოებით 1 გრადუს სითბოს ინარჩუნებს.


9. მაღალ სართულზე მცხოვრებლები ოთახში დამატებით 0.5-1 გრადუს სითბოს შეინარჩუნებენ, თუ ნაწილობრივ დაფარავენ ვენტილაცაის.
шаблоны для dle 11.2


გაუწიეთ სტატიას რეკომენდაცია, გამოიწერეთ :
loading...

კომენტარები 0 კომენტარის დამატება

დატოვეთ კომენტარი

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანეთ კოდი: *
კოდის განახლება