» 7 სასიკვდილო ცოდვა ქორწინებაში – გაგიგიათ, მაგრამ არ იცოდით

7 სასიკვდილო ცოდვა ქორწინებაში – გაგიგიათ, მაგრამ არ იცოდით

admin
7-01-2017, 22:21
7 სასიკვდილო ცოდვა ქორწინებაში – გაგიგიათ, მაგრამ არ იცოდით


ბიბლიაში ბევრი რამ თქმულა 7 მომაკვდინებელ ცოდვაზე. მაგრამ გაინტერესებთ სინამდვილეში რა გავლენას ახდენენ ისინი ცხოვრებაზე?

1. ჟინი

ჟინი, ვნება სექსუალურ ფიქრებსა და არაკონტროლირებად სექსუალურ სურვილებში მჟღავნდება. პორნოგრაფიას, მრუშობას, ღალატს ან არაკონტროლირებად სურვილებს ნებისმიერი ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია. სრულფასოვანი ქორწინებისთვის ხომ, სწორედ ჯანმრთელისექსუალური ურთიერთობაა მნიშვნელოვანი. თქვენი პარტნიორი იმდენად უნდა იყოს სექსუალურად დაკმაყოფილებული, რომ მას სხვაგან აღარ დასჭირდეს დამაკმაყოფილებელი საშუალებების ძიება. იმისთვის, რომ თქვენს პარტნიორს თქვენთან ყოფნა სურდეს, აუცილებლად უნდა გაიზიაროთ ერთმანეთის ინტიმური სურვილები.

2. სიზარმაცე

სიზარმაცე – გულგრილობის დაა. ნუ მოეკიდებით მეუღლეს გულგრილად. ენთუზიაზმით შეასრულეთ თქვენი ცოლ-ქმრული მოვალეობები. გამონახეთ ქმრისთვის დრო, როცა სურს რაიმე მნიშვნელოვანი გაგიზიაროთ. გახსოვდეთ! მძიმე, დამღლელი დღის შემდეგ თქვენს მეუღლესაც სურს თქვენი ყურადღება.

3. გაუმაძღრობა, ლოთობა

აქ იგულისხმება გადამეტებული ჭამა, სასმელი და ნარკოტიკული საშუალებები. ეს ყველაფერი დამღუპველად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და დამოკიდებულს გხდით. თვითრწმენის ამაღლების ნაცვლად დაკარგავთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას.

4. ბრაზი

მისი გამოწვევის მიზეზია – სიშმაგე, სიძულვილი, გაუტანლობა და მოუთმენლობა. ეცადეთ არ გაბრაზდეთ მეუღლეზე, გამოიჩინეთ მოთმინება. გახსოვდეთ, რომ შეცდომას ყველა უშვებს. ისუნთქეთ ღრმად და სცადეთ ფიქრი რამდენიმე წუთით სხვა რამეზე გადაიტანოთ.

5. შური
შური – ზიანის მომტანი ემოციაა, რომელიც სხვების ცუდად ყოფნით სულდგმულობს. ამ დროს ჩნდება სურვილი, წაართვათ ადამიანს ის, რაც გააჩნია, ურთიერთობაში კი დამცირება დაუშვებელია. თქვენს მეორე ნახევართან თანასწორი უნდა იყოთ. თანაგრძნობა გამოიჩინეთ, როცა პრობლემები აქვს. გაიზიარეთ მისი მიღწევები, თუნდაც ცოტახნით ყურადღების ცენტრში არ იყოთ.

6. სიხარბე

კიდევ ერთი ცოდვა. ხარბი ხდებით მაშინ, როცა გამუდმებით მატერუალური საგნების შეძენაზე ხართ კონცენტრირებული. როცა სახლის ერთადერთი მარჩენალი ხართ, აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები. ნუ დახამდებით ფულს. უსარგებლო შენაძენების ნაცვლად, მეუღლესთან ერთად დასვენებას დაუთმეთ დრო. გაატარეთ დრო ერთად და დატკბით.

7. სიამაყე

სიამაყე – ცნობილი, როგორც ყველა ცოდვის დედა. სიამაყე სიძულვილის შედეგია. ამაყი ადამიანი არასდროს ითხოვს პატიებას და ქორწინებაში ის, შესაძლოა სასიკვდილო იარაღადაც იქცეს. ისწავლეთ თქვენი პარტიორის დაფასება და სიყვარული. მადლიერი იყავით ყველაფრისთვის, აკონტროლეთ თქვენი ეგო. იყავით ერთგული მეგობარი და საიმედო დასაყრდენი ადამიანსთვის, ვისაც დაჰპირდით, რომ მთელს ცხოვრებას მასთან ერთად გაატარებდით.шаблоны для dle 11.2


გაუწიეთ სტატიას რეკომენდაცია, გამოიწერეთ :
loading...

კომენტარები 0 კომენტარის დამატება

დატოვეთ კომენტარი

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანეთ კოდი: *
კოდის განახლება