» როგორი სექსი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს

loading...

როგორი სექსი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს

admin
27-12-2016, 22:57


ვერძი მამაკაცი
სექსში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის ცხვარი არ არის. მზადაა ნებისმიერ ადგილას აკეთოს კუნილინგუსი. საერთოდ არ სცხვენია იმის, რომ ანანიზმით კავდება. ვერძს ბიოლოგიური მოთხოვნილება აქვს გამუდმებით ინადიროს ქალბატონებზე და ამაში ის პირველყოფილ აზარტს ნახულობს.
ერექცია - შესაძლოა.
პრეზერვატივი - თეორიული თვალსაზრისით აღიარებს მის მნიშვნელობას.

ვერძი ქალი
ეგოისტი და პრინციპულია. მის მოსახიბლად და ,,შესაბმელად’’ აუცილებელია სისწრაფე და მიზანდასახულობა. ის ან ყველაფერს ერთბაშად მოგცემთ, ან არაფერს არასდროს! მისი მოხიბვლის საუკეთესო გზა იქნება რაიმე სახის გმირული საქციელის ჩადენა.
ქალი-ვერძები თავისათავად ცეცხლოვანები და ვნებიანები არიან. უპირატესობას ანიჭებენ გამგებ, შენგებულ და დამყოლ პარტნიორებს. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მათ საერთოდ არ ახასიათებთ სიკეკლუცე და გულგრილები არიან მამაკაცის მხრიდან გამოხატული თავაზიანობის მიმართ. მაგალითად, ისინი უპრობლემოდ გახსნიან თავადვე კარს და არც ქურქის მიწოდება სჭირდებათ.


მამაკაცი კურო
ღამეში სქესობრივი აქტის რაოდენობის მხრივ თავისუფლად მისცემენ ფორას ნებისმიერ სხვა ზოდიაქოს ნიშანს. სხვა მხრივ მისი ფანტაზია შორს ვერ მიდის. მათ არ უყვართ პოზის შეცვლა. მათ სრულებითაც აკმაყოფილებთ ბანალური ,,კაცი ზემოდან, ქალი- ქვემოთ.’’ ის შემთხვევით კავშირებზე ხშირად ვერ ამბობს უარს და შედეგად, კურო-მამაკაცაცები ხშირად განიცდიან ვენერულ დაავადებებს.
ერექცია - საშინელი (ზოგჯერ პირდაპირი და ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობით).
პრეზერვატივი - უარყოფს. ის მისთვის უცხო სხეულია.
ასეთი მამაკაცის დასაინტერესებლად, ქალმა მისდამი გულგრილობა უნდა ითამაშოს. ქალს არ უნდა ჰქონდეს რეაგირება მის ღიმილზე, კომპლიმენტებზე და არასდროს არ უნდა უთხრას ,,კი’’!

კურო ქალი
მას ძალიან უყვარს ფული. მამაკაცი უნდა იყოს საკმადო შეძლებული, რათა მას ძვირფასეულობას ყიდულობდეს და ამავდროულად უნდა იყოს ძალიან სულელი, რადგან სწორედ ასეთ ქალზე ხარჯავდეს ფულს. იშვიათი შემთხვევა არაა, როდესაც კურო-ქალი ეჭვიანი ქმრის ხელით ასრულებს სიცოცხლეს.
იმისათვის, რომ ლოგინში ყველაფერი ისე იყოს, როგორც კურო-ქალს სჭირდება, საჭიროა მისი ეროგებული ზონების ფერება. თუ ის ამას მოკლებულია, უბედურად გრძნობს თავს და ძალიან განიცდის.
მისთვის მისაღებია სქესობრივ აქტებს შორის პაუზების დროს ეროტიული ანეკდოტების, სიმღერების ან ლექსების მოსმენა პარტნიორისგან.


მამაკაცი ტყუპები
სექსში საზღვრები არ იციან. ამ საქმეში ტალანტი აქვთ და არ უჭირთ ქალის სურვილების გამოცნობა. მას შეუძლია ნებისმიერე გარყვნილება წარმოადგინოს ისე, როგორც რაღაც განსაკუთრებული და მიმზიდველი. როგორც წესი მორიდებულია ორგაზმის განცდის გამოხატვაში. უყვარს როდესაც მის პარტნიორ ქალს აცვია სექსუალური წინდები და სხვა მიმზიდველი თეთრეული.
ერექცია - შესანიშნავი.
პრეზერვატივი - მის გარეშე სექსზე ვერ დაითანხმებ.
უარს არ იტყვის ჯგუფურ სექსზე.

ქალი ტყუპები
შარვალში ჩახედვის გარეშე შეუძლია იმპოტენტის და სექს-გიგანტის ამოცნობა და ზოგადადაც, კარგად ერკვევა ადამიანებში. ხშირად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები მთელ ცხოვრებას ,,ერთადერთისა და განუმეორებელის’’ ძიებაში ატარებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მამაკაცები იშვიათობაა, ტყუპი ქალების ცხოვრებაში იშვიათი არც უსიყვარულოდ სექსია.
ერთი შეხედვით თავქარიანს ჰგავს, თუმცა საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. ხშირად ისე ხდება, რომ მამაკაცი შეცდომაში შეჰყავს იმით, რომ მისდამი ზედმეტ ინტერესს გამოხატავს. ამიტომ, ტყუპი-ქალის მიერ გამოხატული ერთი შეხედვით ზედმეტი ინტერესი სულაც არ ნიშნავს, რომ მას ამ მამაკაცთან მიმართებაში სამომავლო გეგმები აქვს. ასეთი ქალი სიამოვნებას ღებულობს, როდესაც პარტნიორთან ერთად ათვალიარებს ეროტიულ ფოტოებს, სწავლობს ახალ სექსუალურ პოზებს და განიხილავს საერთო ნაცნობებს.


კირჩხიბი მამაკაცი
სექსუალური აქტის დროს ხან სწრაფად მოძრაობს, ხან -ნელა და ამით ცდილობს მრავალფეროვნების წარმოჩენას. მას ჰგონია, რომ ასე ქალს აღაგზნებს. მთავარ იარაღად კუნილინგუსის კეთება მიაჩნია. სექსი შემდეგ უყვარს საკუთარი წინა სექსუალური გამოცდილებების განხილვა.
ერექცია - ხან კი, ხან - არა.
პრეზერვატივი - არ ხიბლავს.

კირჩხიბი ქალი
უყვარს სექსი, თუმცა ინტიმური კავშირის შემდეგ ხშირად იკარგება და როგორც წესი დიდი ხნით.
ისინი მგრძნობიარები არიან წვრილმანების მიმართ და ამასთან ახასიათებთ ეჭვიანობა.
ასეთ ქალებს ახასიათებთ შეჩვევა და ,,მიჯაჭვულობა’’, ამიტომ მასთან განშორება მარტივად არ ხდება.


მამაკაცი ლომი
ცხოვრება - პიესა ,,ლომის სიყვარული.’’
სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - ლომი. პროდიუსერი - ლომი. მთავარი როლის შემსრულებელი - ლომი.
მთავარი გმირი ლომია - ლამაზი და მომხიბვლელი, რომლის გარშემოც ვითარდება მოქმედება. მისი პარტნიორი ქალიც პიესაში ყველაზე ლამაზია.
აღფრთოვანებული მაყურებელი - მსოფლიოს ყველა ქალის სახით.
სერიოზულად კი... ლომ მამაკაცს შეუძლია იყოს ძალიან განსხვავებული ყოველ ჯერზე.

ქალი ლომი
თავდაჯერებულ ლომს უყვარს, როდესაც მის გარეშემო ყველაფერი ეფექტური და დრამატულია, როგორც კინოში. ასეთი ქალის პარტნიორი მისი ღირსი და სიამაყის ობიექტი უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობის დასაწყისში მაინც). ლომ-ქალს არ ახასიათებს მამაკაცისთვის თავის მობეზრება წვრილმანების გამო.
ყველაფრიდან გამორჩენას ცდილობს, მინეტის გაკეთებიდანაც კი. ქორწინებაშაშიც და ქორწინების გარეშეც, დროთა განმავლობაში სექსში მისთვის უმნიშვნელო ხდება. მამაკაცში ის ხედვას: ბავშვების პოტენციურ მომვლელს და ფულის ტომარას. მას ხშირად ღალატობენ, რადგან საკუთარ სხეულთან მიახლოვების უფლებას ხშირად არ იძლევა. სექსში კი, ის სარბენ ბილიკზე მყოფ მორბენალს ჰგავს.


ქალწული მამაკაცი
ქალწულს მდიდარი სექსუალური ფანტაზია გააჩნია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ლოგინში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალს ასიამოვნონ.
სექსის დროს მათი მართვაც მარტივია. მათ არ აქვთ პრობლემა იმასთან დაკავშირებით, იქნებიან წამყვანები თუ მართულები. სექსი ქალწულთან მრავალფეროვანია; ერთ დღეს თუ ის ნაზი და პასიურია, მეორე დღეს - ვნებიანი და ცეცხლოვანი ხდება.

ქალწული ქალი
ლამაზები, ერთგულები და მიმზიდველები. მამაკაცებს ის ისევე სურთ, როგორც ჩაციებული ლუდი, თუმცა როგორც წესი, ასეთ ქალებს არ სჩვევიათ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებით სარგებლობა.
ცეცხლოვან ღამეს მისგან არ უნდა მოელოდეთ. ის ყველაფერს მხოლოდ სიყვარულით აკეთებს, ამიტომ თუ თქვენთვის სექსი სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებას არ გულისხმობს, ქალწულ ქალს ნუ შეხედავთ.


სასწორი მამაკაცი
არასდროს არ დაიწყებს ქალის სულში ძვრომას იმ მიზნით, რომ გაიგოს, რა არის მისთვის ღირებული.
ასეთ მამაკაცს ქალში აინტერესებს მხოლოდ გარეგნობა, ხმა, რა აცვია და როგორ იქცევა.
პრეზერვატივი მისთვის თავდაცვის კარგი საშუალებაა.

სასწორი ქალი
მას სურს, რომ ყველას მოსწონდეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონების გვერდით კარგად უნდა გესმოდეთ, რა განსხავებაა ფლირტსა და სექს შორის.
სტაბილური პარტნიორის ძიებისას სასწორი ფიქრობს იმაზე, რომ მის გვერდით მყოფი მამაკაცი უნდა იყოს წამყვანი და საიმედო, ასევე გარშემომყოფებთან მიმართებაში კომუნიკაბელური. თუ მამაკაცი სწორედ ასეთია, სასწორი ქალი მისი ხდება როგორც სულიერად, ისე ხორციელად.
პარტნიორმა უნდა შეუქმნას მას კომფორტი, იყოს რომანტიული და პერიოდულად მიართვას ყვავილები და ყავა ლოგინში.


მორიელი მამაკაცი
ისინი ხვდებიან ერთმანეთს. მორიელი მამაკაცი გამუდმებით აწვალებს პარტნიორ ქალს, რდაგან მას უბრალოდ მოსწონს ამის კეთება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცს ქალი გრაციოზულად უნდა ჩაუვარდეს მკლავებში და მისცეს ყველაფრის გაკეთების უფლება. შემდეგ კი, ქალს არ აწყენდა ფსიქოლოგისთვის მიმართვა.
დიახ, მორიელი მამაკაცი ძლიერი პერსონაა, ამიტომ არ გირჩევთ მასთან ბრძოლას. ასეთი კაცის გვერდით, ქალს სურვილი უჩნდება, გაიხადოს ქვედა საცვალი და ამ დროს ის სულაც არ ფიქრობს, რამდენი ადამიანია გარშემო ან რამდენი ხანია, იცნობს მას.
ერექცია - ყოველთვის.
პრეზერვატივი - მისი სურვილის მიხედვით.

მორიელი ქალი
მორიელ ქალს სურს, რომ მის გვერდით იყოს ძლიერი მამაკაცი, ძლიერი ყველა გაგებით. ეროტიულ თამაშებში ისინი ძალიან ვნებიანები არიან და არ ერიდებიან სადომაზოხიზმის ჯანსაღ ელემენტებს.
ასეთი ქალი უნდა გიყვარდეთ დიდხანს და ძალიან. ამასთან, როგორც წესი, მისი სიყვარული ძვირი სიამოვნებაცაა.
შორიდან მოგეჩვენებათ, რომ მას კარგად შეუძლია საკუთარი თავის მართვა, თუმცა როდესაც საქმე სექსამდე მიდის, ის იწყებს ყველაფრის გამოყენებას, რაც ხელში მოხვდება. ამიტომ, სამზარეულოში ან ავტოფარეხში მასთან სექსი არცთუ კარგი იდეაა.


მშვილდოსანი მამაკაცი
ერთი შეხედვით მორიდებული გეგონებათ, მაგრამ ეს იმ მომენტამდე, სანამ მასთან ერთად ერთ ლოგინში არ აღმოჩნდებით. ქალბატონებო, თქვენ გელით ყველაფერი - ნაზი მოფერება, ვნება, თავბრუდამხვევი სექსი.
თუმცა ასეთი მამაკაცების ნაკლი არის ის, რომ მათ სექსუალურობა განისაზღვრება გარკვეული ნორმებისა და წესების ერთობლიობით, რომლებიც გაურკვეველია, ვინ დაუწესა მას.
სექსუალური კონტაქტის შემდეგ მშვილდოსანი მამაკაცი ურთიერთობაში ვულგარული ხდება.
ერექცია - და მის გარეშე როგორ?!
პრეზერვატივი - მუდამ თან დააქვს.

მშვილდოსანი ქალი
უმჯობესია, თუ ასეთ ქალთან სექსით დაკავდებით პლაჟზე, სამეცნიერო სიმპოზიუმზე მოხსენებებს შორის პაუზების დროს, ასევე სათევზაოდ თუ სანადიროდ ყოფნისას. მასთან სექსუალური კონტაქტი შეიძლება დაამყაროთ ნებისმიერ ადგილას. ყველაზე მეტად მშვილდოსან ქალს სავარაუდო პარტნიორზე ნადირობა აღაგზნებს. მიზნის მიღწევის შემდეგ კი, სურს გადაერთოს უფრო რთულ სამიზნეზე.
სექსში გაუმაძრაღია, ამიტომ მის დასაკმაყოფილებლად მამაკაცმა კარგად უნდა მოინდომოს.
სექსი იმდენად უყვარს, რომ შეიძლება ითქვას, ეს ცხოვრების აზრიც კია მისთვის. მასთან ურთიერთობისას მამაკაცი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გარყვილობისთვის. მშვილდოსანმა ქალმა იცის საკუთარი თავის ფასი და არ უჭირს იმის მიხვედრა, როდის ღალატობს ქმარი. ოჯახურ ცხოვრებას პატივს სცემს, თუმცა, სურვილის გაჩენის შემთხვევაში, არც თავგადასავლებზე იტყვის უარს.


თხის რქა მამაკაცი
ის ძალიან მონდომებულია ლოგინში, ხშირად ზედმეტადაც და ნაზია. თხის რქა ყველაფერს სერიოზულად იღებს. მას მუდამ ღირსეული მიზნები ამოძრავებს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ბედნიერება მხოლოდ ფულში არაა. მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში საკუთარი ადგილი.
ერექცია - სტაბილურად მყარი
პრეზერვატივი - თავად იცვამს

თხის რქა ქალი
მას გამუდმებით აწუხებს შემდეგი შინაარსის აზრები ,,მე ის მინდა, მაგრამ... ძალიან დიდი რომ ჰქონდეს?!’’ურთიერთობაში მკაცრი და მომთხოვნია. მამაკაცებს მისი სურვილი აქვთ, თუმცა მიახლოვებისთანავე ხვდებიან, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა. სექსში მისთვის მთავარი საკუთარი სურვილებია. თუ მამაკაცი მოახერხებს მომენტის დაჭერას, შესაძლოა, საძინებელი ოთახიდან რამდენიმე დღე ზედიზედ არ გამოვიდნენ.


მერწყული მამაკაცი
დიდი ფიქრის გარეშე, მისი გახდება ყველა, ვისაც მოინდომებს. მერწული მამაკაცი არ მალავს, რომ გარყვნილია და არ სცხვენია ამის. იგი ამაყობს იმით, რომ არ ჰგავს სხვებს.
თავისი სასქესო ორგანოს ზომის გამო (დიდია თუ პატარაა) ის ყოველთვის ღელავს.
პრეზერვატივი - არ უყვარს.

მერწყული ქალი
მერწყული ქალები ყველაზე საინტერესოები და არაპროგნოზირებადები არიან, როდესაც საქმე სექს ეხება. ისინი როგორც წესი, წვრილმანებზე არ ეჭვიანობენ. ავლენენ ფემინიზმისა და სექსის არატრადიციული ფორმებისადმი მიდრეკილებას, თუმცა ამას არ ახვევენ თავს პარტნიორს. მერწყული ქალი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯგუფურ სექს.
ის ფლირტის ოსტატია, თუმცა არასდროს დაიწყებს გვერდზე გახედვას, როდესაც პარტნიორი ჰყავს. ურთიერთობაში აფასებს სიმშვიდეს.


თევზი მამაკაცი
პასიური, მაგრამ ამავროულად ნაზი. ის თავს არიდებს ინიციატივას. უპირატესობას ანიჭებს პარტნიორის აღგზნებას და ლიდერობას მასვე უთმობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცის გარშემო მუდმივად ტრიალებენ ყოფილი ცოლები და ყოფილი შეყვარებულები, რომლებთანაც ურთიერთობას წერტილი ვერ დაუსვა. საქმე იმაშია, რომ ასეთი მამაკაცები ვერ იტანენ განშორებას. ის ინახავს ფოტოებსა და სხვა სამახსოვრო ნივთებს. ის რომანტიკოსია, თუმცა ნუ დაელოდებით, რომ ყვავილებით, სუნამოებითა და ნიშნობის ბეჭდით გაგანებივრებთ. მას შეუძლია დიდი ტყუილი თქვას და თქვენ ტყუილში მას აუცილებლად გამოიჭერთ.
ერექცია - როდის როგორ.
პრეზერვატივი - როდის როგორ.


თევზი ქალი

მის გვერდით თავს ნარკომანად წარმოიდგენთ, რადგან თევზ ქალთან ურთიერთობა თავდავიწყებას გულისხმობს. ეს შეგიძლიათ შეადაროდ ცხელ აბაზანაში ნებივრობას და ყველა პრობლემის ცოტა ხნით დავიწყებას.
მისი ეროგენული ზონა ტერფებია. ინიციატივის გამოჩენის უფლებას, როგორც სექსში, ისე ზოგადად ცხოვრებაში თევზები პარტნიორს უტოვებენ. საქმე იმაშია, რომ ის ერიდება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.
სამაგიეროდ, მისგან ყოველთვის უნდა ელოდოთ თანაგრძნობას და გვერდში დგომას.шаблоны для dle 11.2
loading...



გაუწიეთ სტატიას რეკომენდაცია, გამოიწერეთ :

კომენტარები 0 კომენტარის დამატება

დატოვეთ კომენტარი

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანეთ კოდი: *
კოდის განახლება