loading...

» რამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ქავილი?

რამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ქავილი?

admin
27-12-2016, 23:06



სასქესო ორგანოების ქავილი, როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, შეიძლება სულაც არ იყოს შემთხვევითი და სერიოზულ პათოლოგიურ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, რომელსაც მალევე უნდა მივხედოთ და არ გავირთულოთ.

რა შეიძლება იყოს ქავილის გამომწვევი მიზეზები?

1. ქლამიდიოზი

არის გახშირებული სექსუალური კავშირით გადამდები ბაქტერია “Chlamydua trachomatis”. ქლამიდიოზი სიმპტომებით და გადადების გზით გონორეას ჰგავს.

2. გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესი მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ სქესობრივი გზით გადამდეგ ინფექციას, რომელიც არის გამოწვეული ჰერპესის მარტივი ვირუსი II ტიპის. გენიტალური ჰერპესის დროს გამონაყარი გვხვდება ასოს თავზე და ჩუჩის შიგნითა ფურცელზე. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი არის სიწითლე, რის შემდეგ ამ ადგილებში ჩნდება პატარა ბუშტუკები, რომლებიც სკდება და იცვლება პატარა ზომის წყლულებით.

3. გენიტალური მეჭეჭები (კონდილომა)

არის მაღალი გადამდებლობის უნარის მქონე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV), ის ვრცელდება პირდაპირი გზით კანიდან კანზე კონტაქტით, ვაგინალური, ორალური და ანალური სექსის დროს ინფიცირებული პარტნიორისგან.

4. გონორეა

გონორეას იწვევს (Neisseria gonorrheae) ბაქტერია, რომელიც სექსუალური გზით ვრცელდება. ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს საპირფარეშოდან, ან კარების სახელურიდან საზოგადოებრივ ადგილზე. ინფექცია განიკურნება ანტიბიოტიკებით.

5. ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც ვაგინიტის (საშოს ანთება) ყველაზე ხშირი მიზეზია. ტრიქომონიაზს იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი, ტრიქომონა ვაგინალისი (Trichomonas vaginalis ), ის მექანიკურად აზიანებს მასპინძლის უჯრედებს და შემდეგ „ყლაპავს“ დაზიანებული უჯრედების ფრაგმენტებს.

6. ალერგია

შეიძლება ქიმიურმა ნივთიერებებმა გამოიწვიოს, რომლებსაც საპონები და შამპუნები შეიცავენ, ასევე შესაძლებელია ჰიგიენურმა ქაღალდმა ან საპარსმა ქაფმაც გამოიწვიოს.

ქალებმა უნდა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება

1. ბაქტერიული ვაგინოზი

საშოს ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება არასასიამოვნო სუნის გამონადენით, ლორწოვანი გარსის ანთების ნიშნების გარეშე. წარმოიქმნება ქალის საშოშო არსებული საკუთარი მიკროფლორის დაზიანების შედეგად.

2. ვაგინალური კანდიდოზი

არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვითარდება საშოს ლორწოვან გარსზე. ქალების 75 %-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთხელ მაინც ჰქონია ვაგინალური კანდიდოზი. 5%-ს აქვს რეკურენტული ეპიზოდები სოკოვანი ინფექციის. ამ ინფექციას ხშირად კანდიდოზურ ვულვოვაგინიტს უწოდებენ, მას იწვევს სოკო – Candida albicans.

3. მენოპაუზა

ქალები, რომლებიც განიცდიან მენოპაუზას, ჰორმონული გადახრების გამო ხშირად ექავებათ გენიტალიური ორგანოები. რადგან ესტროგენის გამოყოფა მცირდება და საშოს კედლები უფრო და უფრო თხელი და მშრალი ხდება, ამიტომაც ჩნდება ქავილი. шаблоны для dle 11.2


გაუწიეთ სტატიას რეკომენდაცია, გამოიწერეთ :
loading...

კომენტარები 0 კომენტარის დამატება

დატოვეთ კომენტარი

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანეთ კოდი: *
კოდის განახლება