» ამოხსნილი საიდუმლო – ქალის ორგაზმი

ამოხსნილი საიდუმლო – ქალის ორგაზმი

admin
3-01-2017, 12:26



ორგაზმი ის საიდუმლოა, რომელსაც სწავლულები, უკვე მრავალი წელია, ჩაჰკირკიტებენ. გაირკვა, რომ ამ საიდუმლოს გასაღები პლანეტის უმშვენიერეს ქმნილებათა თავის ტვინში ყოფილა. ახალი მონაცემების თანახმად, ნებისმიერ ქალს, სექსის კულმინაციის მისაღწევად, მინიმუმ ორი გზა აქვს.
პირველი კვლევა ამ თემაზე ნიუ–ჯერსიში მდებარე რუტგერსკის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა ჩაატარა. პროფესორ ბარი კომისარუკის ხელმძღვანელობით მათ გაანალიზეს და შეისწავლეს ექსპერიმენტის მონაწილე ქალების მრტ (მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია) მაშინ, როცა ისინი თვითდაკმაყოფილებას მიმართავდნენ. ამ დროს მაღალი აქტივობა თავის ტვინის 30 განაყოფზე მეტმა გამოავლინა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებასა და წარმოსახვაზე არიან პასუხისმგებელნი.
მეორე ჯგუფმა – ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ზუსტად ანალოგიური ექსპერიმენტი ჩაატარა, ოღონდ სწავლულები იმ ქალების მრტ–ს სწავლობდნენ, რომლებიც პარტნიორთან სექსით იყვნენ დაკავებულნი. მრტ–მ უჩვენა, რომ ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული თავის ტვინის ზემოთხსენებული, გადაწყვეტილების მიღებისა და წარმოსახვის დანაყოფები.
სწავლულებმა სწორედ აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ მამაკაცთან სექსუალური კონტაქტის დროს ქალი ორგაზმს აღწევს მხოლოდ მაშინ, როცა იგი აღწევს ცნობიერების მდგომარეობის შეცვლას.
„არა მგონია, რომ ორგაზმი თიშავს ცნობიერებას, მაგრამ ის ცვლის მას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ორგაზმის დროს ადამიანი საკუთარ თავს კონტროლს ვერ უწევს”, – ასე ახსნა შედეგები კვლევის ხელმძღვანელმა – ჯანნიკო გეორგიადისმა.
სწავლულები მიიჩნევენ, რომ რომ ამ რთული პროცესის შესწავლა მომავალში საინტერესო იქნება იმ ქალებისთვისაც, რომლებსაც მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობის დროს ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სპეციალისტებმა დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც სექსის დროს ორგაზმის სახით კულმინაციას ხუთიდან მხოლოდ ერთი ქალი აღწევს. ორგაზმის იმიტაციას ქალების 80% მიმართავს და ამას ისინი არა უბრალოდ, არამედ ერთფეროვნებისა და მოწყენილობის დასაძლევად აკეთებენ.
სპეციალისტებმა 71 ჰეტეროსექსუალი, 18–დან 48 წლის ასაკამდე ქალის „სასარეცლო” ქცევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ყოველი მეორე სექსუალური აქტის დროს საკუთარ თავსა და პარტნიორს სექსისთვის დამახასიათებელი შორისდებულებითა და ბგერებით ართობს.
სოციოლოგებმა განაცხადეს, რომ ქალების 25%–ს, უკვე კარგა ხანია, აღარ ახსოვს ნამდვილი ემოცია – ათიდან ცხრა შემთხვევაში ისინი, უბრალოდ, თამაშობენ სიამოვნების უმაღლეს მწვერვალზე ყოფნას…
шаблоны для dle 11.2
Загрузка...



გაუწიეთ სტატიას რეკომენდაცია, გამოიწერეთ :

კომენტარები 0 კომენტარის დამატება

დატოვეთ კომენტარი

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანეთ კოდი: *
კოდის განახლება